ცნობილია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო კვირეულს სამეფო ოჯახი განსაკუთრებულად აღნიშნავს, რადგან ოჯახი არაერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის პატრონაჟს ეწევა. ამ დღეს პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ბირმინგემში ღონისძიებას დაესწრნენ, რომელსაც ახალგაზრდული ფონდი ატარებდა და რომლის სახელწოდება გახლდათ „ჩემი ემოციური სამყაროს გამოკვლევა“.
ამ დღეს ქეითი ბრწყინავდა „ლინდა ბენეტის“ ულამაზეს ყვითელ პიჯაკში, რომლის ღირებულება 359 ფუნტი სტერლინგია და რომელიც ქეითმა შავი ფერის კლასიკურ შარვალს შეუხამა.
ყველაზე ემოციური ჟესტი კი, ქეითის საყურეები გახლდათ. უელსის პრინცესას 17 წლის გარდაცვლილი გოგონას, იზის საყურეები ეკეთა.
იზიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ივნისში კი გოგონას დედამ საყურე ქეითს შემთხვევითი შეხვედრის დროს აჩუქა.
სწორედ ამ გოგონას ხსოვნისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებზე დიალოგის მნიშვნელობაზე ხაზგასმა სურდა ქეითს ამ უთბილესი ჟესტით.
ქეით მიდლტონი „ჰოლანდ კუპერის” 660 დოლარიანი ზოლიანი ორეულით გამოჩნდა