LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინარა კოჯაევა: „დანებება??? არასდროს!!! დიდი გამბედაობაა საჭირო იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც ამ წლების განმავლობაში მქონდა, მაგრამ წამოდგომის ძალას ყოველთვის ვპოულობდი, დაიწყეთ ახალი ფურცლიდან“

338
384543127_338027562137067_2149699208938377016_n

ჩინარა კოჯაევა, რომელსაც ოჯახი ადრეულ ასაკში ათხოვებდა, სამოტივაციო პოსტს აქვეყნებს.

კოჯაევა წერს, რომ მიუხედავად ბევრი გამოწვევისა და დაცემისა, ფეხზე წამოდგომის ძალას ყოველთვის პოულობდა.

გოგონა აღნიშნავს, რომ დანებებას არასდროს აპირებს.

„დანებება??? არასდროს!!!

ყველაფრის მიუხედავად, უფრო ძლიერად და დიდი გამოცდილებით ვაგრძელებ ცხოვრებას!

დიდი გამბედაობაა საჭირო იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც ამ წლების განმავლობაში მქონდა და მაქვს.

მაგრამ წამოდგომის ძალას ყოველთვის ვპოულობდი.

სიძლიერე ყველა იმ ტკივილში იმალება, რომელიც მაქვს და რომლებსაც ვუმკლავდები.

და მაინც, გახედე ცას! გაიღიმე!

რაც არ უნდა ილაპარაკონ შენზე, რაც არ უნდა თქვან, ადექი და გააგრძელე ცხოვრება, რადგან შენ უკეთესად იცნობ შენს თავს და მიეცი მას უფლება იყოს ბედნიერი.

ცხოვრება ლამაზია✨ჩემი გეგმები და ოცნებები უფრო:) ჩინარად ყოფნა ძალიან რთულია მე კი ძალიან პოზიტიურად და იმედებით სავსე ვარ✨დაიწყეთ ახალი ფურცლიდან“ – წერს ჩინარა კოჯაევა.

ჩინარა კოჯაევა ძალით გათხოვებას ორჯერ გადაურჩა.

14 წლის იყო, როცა სახლიდან წამოვიდა. 17 წლის რომ გახდა, ისევ გადაწყვიტეს მისი გათხოვება. პოლიციას დაურეკა და მამა ციხეში ჩაასმევინა.

ჩინარა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ქოსალარიდანაა.

„მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს, ყველაფერი მზად იყო – კაბა, ბეჭდები, სუფრისთვის სურსათი, ბანკიდან ვალები გამოიტანეს ჩემებმა..“ – რას წერს გოგო, რომელსაც იძულებით ათხოვებდნენ

„ამ გოგოების დედებიც მეცოდებიან, იმასაც რომ ვერ ხვდებიან საკუთარ შვილებს რას უშავებენ“ – რას წერს თეონა ბაღდავაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები