LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კომპანიები კვლავ კვალიფიციური კადრების დეფიციტს უჩივიან

127
ბაგ

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა, ისევე როგორც მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი, ყველა სექტორში დადებითად შეფასდა.

პოზიტიური შეფასებებისა და ოპტიმისტური განწყობების მიუხედავად, მიმდინარე კვარტალში გამოკითხული კომპანიები იმ გამოწვევებზეც საუბრობენ,  რომლებიც მათ ბიზნესსაქმიანობას ხელს უშლის.

2023 წლის მესამე კვარტალში კიდევ უფრო გამწვავდა კადრების დეფიციტის პრობლემა. სპეციალისტების ნაკლებობას განსაკუთრებულად სამშენებლო სექტორი უჩივის, ხოლო სამუშაო ძალის დეფიციტი მიმდინარე კვარტალში ყველაზე კრიტიკული ვაჭრობის სექტორისთვის აღმოჩნდა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემას, აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე კვარტალში 19 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს ემყარება, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები