ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. არსებული ინფორმაციით, პროექტს დეველოპერული კომპანია Georgian Development Group 1 განახორციელებს და მასში, ინვესტიციის სახით, 3 მილიონ დოლარს ჩადებს.
კომპანიის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 ჰა მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინა. სასტუმრო კი, რომელიც აქ მოეწყობა, საშუალო სეგმენტზე იქნება გათვლილი. Georgian Development Group 1-ის დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ სასტუმროს დიდი დატვირთვა ექნება, რადგან დღეს, როდესაც რეისის გადადება ხდება, ან მგზავრს ლოდინი უწევს, სამტრედიაში ან წყალტუბოში მიდის ღამის გასათევად. ამასთან, მგზავრები აქვე შეძლებენ მიიღონ ყველა სახის ინფორმაცია ფრენასთან დაკავშირებით.
როგორც იცით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ დრომდე, განთავსების ობიექტი არ ფუნქციონირებს.