LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ესპანურ ქალაქს აგრესიული ყვავები ატერორებენ

126
maxresdefault

ესპანეთში, ასტურიას პროვინციაში მდებარე ქალაქ პრავიას ყვავები შეესივნენ. გამოცემა Oddity Central-ის ინფორმაციით, აგრესიული ფრინველი ადგილობრივთა სახლებსა და ავტომობილებს ესხმის თავს.

მოსახლეობამ ყვავების აგრესიული ქცევა ჯერ კიდევ გასული მაისის თვეში დააფიქსირა. ფრინველი გაურკვეველი მიზეზის გამო, შენობების და მანქანების ფანჯრებს ეჯახება მთელი ძალით. ამ დროს ისინი თავს სერიოზულ დაზიანებებს აყენებენ, თუმცა მაინც არ ჩერდებიან. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, მან დაინახა თუ როგორ ეჯახებოდა 17 ყვავი ერთი სახლის ფანჯარას. მის მეზობელს კი ავტომობილის გადაღებვა მოუწია, რადგან ფრინველმა ის სულ გაანადგურა.

თავიდან ესპანელები თვლიდნენ, რომ ყვავები ასეთი ქცევით თავის ნაშიერების დაცვას ცდილობდნენ. თუმცა, აგრესიული ქცევა არ დასრულდა შეჯვარების პერიოდის დასრულების შემდეგაც. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ადამიანი ვარაუდობს, რომ ყვავები თავდასხმას საკვების მოსაპოვებლად აგრძელებენ.

ადგილობრივ ხელისუფლებას და მერიას უკვე რამდენიმე თვეა შეწუხებული მოსახლეობის საჩივრები შედის, თუმცა თავდამსხმელთა შეჩერება ვერ ხერხდება. სპეციალისტებმა ყვავების უსაფრთხოდ დაჭერა და მოშორებით ტერიტორიაზე გაშვებაც სცადეს, თუმცა წარუმატებლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები