LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fitch-მა ბელარუსი საკრედიტო რეიტინგიდან ამოიღო

111
belarus

საკრედიტო რეიტინგების ამერიკულმა სააგენტომ Fitch ბელარუსის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ოფიციალურად ამოიღო. მიზეზი ბელარუსის მთავრობის მიერ  სტატისტიკური მონაცემების გასაჯაროებაზე უარის თქმაა.

საერთაშორისო ინვესტორებისთვის საკრედიტო რეიტინგის გაუქმება წარმოადგენს მკაფიო სიგნალს, რომ ბელარუსში თანხის დაბანდება ექსტრემალურად მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული და ამიტომაც ამ ქვეყანაში საქმის წარმოებისგან თავი უნდა შეიკავონ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, სამხედრო აგრესიის ხელშეწყობის გამო, დასავლურმა სახელმწიფოებმა ბელარუსს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესეს. შეზღუდვების საპასუხოდ ბელარუსის მთავრობამ ეკონომიკური მონაცემების გასაჯაროება შეწყვიტა, ამიტომაც ამჟამად თითქმის შეუძლებელია ბელარუსში არსებული რეალური ინფლაციის, ვალის მოცულობის, ბიუჯეტის შემოსავლების და სხვა ეკონომიკური პარამეტრების დადგენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები