LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ გარნერმა და ბენ აფლეკმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღე ერთად გაატარეს

6

ჯენიფერ გარნერისა და ბენ აფლეკის განქორწინების პროცესი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბენი დიდი ხანია სახლიდან წავიდა და ცალკე ცხოვრობს, ის ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობას არ წყვეტს. ამ დღეებში პაპარაცებმა წყვილი ბავშვებთან ერთად კვლავ ერთად დააფიქსირეს.

ვარსკვლავები ცდილობენ, ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული სრული შემადგენლობით აღნიშნონ. გამონაკლისი არც ამერიკის დამოუკიდებლობის დღე ყოფილა, რომელიც ოჯახმა ლოს-ანჯელესში, საკმაოდ კარგ გარემოში გაატარა.

მსგავსი ფოტოების გამო, ქსელში ხშირად იწერება, რომ წყვილი შესაძლოა ისევ შერიგდეს, თუმცა მსახიობები მუდმივად აღნიშნავენ, რომ შვილების გამო ისინი კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას გეგმავენ. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები