კომპანია Audi-მ ახალი A8-ს მორიგი თიზერი გაავრცელა. რგოლი სედანის დაგრძელებულ ვერსიას და ერთ-ერთ ახალ ფუნქციას ეძღვნება – ოთხკარიანი მოდელი უკანა მგზავრებისთვის ფეხების მასაჟის ფუნქციას მიიღებს.
ვიდეოს მიხედვით, საუბარია ტერფების მასაჟზე. ამისათვის უკანა სავარძლების საზურგეში სპეციალური სექციაა გათვალისწინებული, რომელიც ფეხების დასადებად გადმოიშლება. რგოლში ასევე ნაჩვენებია სენსორული დისფლეი-პლანშეტი მეორე რიგში, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მასაჟის ფუნქციის აქტივირება.
ახალი თაობის A8-ს პრემიერა 11 ივლისს, ბარსელონაში მარკის სამიტზე შედგება.
შეგახსენებთ, Audi A8 ადამიანი ობობას პრემიერაზეც გამოჩნდა. მისით კინოთეატრთან მთავარი როლის შემსრულებელი, ტომ ჰოლანდი მივიდა.