„სოლიდარობა ისრაელს!“ – ამ გზავნილით ისრაელის მხარდაჭერის ნიშნად, თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც თანადგომას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს და ისრაელელ ხალხს.
„ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელს ისრაელს!“, – აღნიშნულა თბილისის მერიის ინფორმაციაში.