Reuters-ის ინფორმაციით, ავღანეთში მომხდარ მიწისძვრას 2000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რაოდენობა 9000-ს აღემატება.
6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 35 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.