LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრძოლა იწყება: უეფა მდიდარ კლუბებს შეუტევს და ხელფასების ზღვარს დაუწესებს

37

უეფა ფეხბურთში ხელფასების ჭერის შემოღების საკითხს განიხილავს.
ორგანიზაციის თავკაცი ალეკსანდერ ჩეფერინი რადიკალური ზომებისთვის მზადაა.

“ყველაზე მდიდარი კლუბები უფრო და უფრო მდიდრები ხდებიან, ისინი უფრო და უფრო მეტს შოულობენ. მათ და სხვა კლუბებს შორის სხვაობა სახიფათოდ იზრდება და ეს მაღელვებს.
ბევრი კლუბი ყიდულობს მოთამაშეებს, ვიდრე სჭირდებათ და მერე აღარ თამაშობენ სხვა გუნდებში. ხელფასების ჭერის შემოღება კლუბებს დააფიქრებს რაზე ხარჯავენ ფულს.

რა თქმა უნდა, იქნება ხანგრძლივი ბრძოლა. ფულიან კლუბები ყველაზე ძლიერები არიან და მედიაში საუკეთესო კავშირები აქვთ. თუ მიზანს მივაღწევთ, ეს ჩემი აზრით ისტორიული ცვლილება იქნება”, – თქვა ჩეფერინიმ.

 

ჩეფერინი უეფას 2016 წლის სექტემბრიდან თავკაცობს.
ახლახან მან განაცხადა, რომ ჯერ საკლუბო ფეხბურთში მსაჯების ვიდეოდახმარების სისტემის შემოღებას არ აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები