LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა პრეზიდენტის წარმომადგენელი გვარამიასა და ადეიშვილის ყოფილი მოადგილეა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ზურაბიშვილსა და „ნაცმოძრაობის“ ალიანსზე“ – ირაკლი კობახიძე

179
Untitled design (10)

„როდესაც სალომე ზურაბიშვილის ერთ–ერთი წარმომადგენელი არის ადეიშვილის კადრი, გვარამიას ყოფილი მოადგილე, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ პოლიტიკურ ალიანსზე, რომელიც ჩამოყალიბებულია ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ყოფილ მოსამართლე და საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელზე მაია კოპალეიშვილზე განაცხადა.

„არ ვიცი, მისი მხრიდან გრძელდებოდა ერთგვარი ბულინგის მცდელობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და მე მომიწია იმის შეხსენება, რომ ეს არ არის ადეიშვილის სასამართლო, სადაც ის და მისი პარტია თავისუფლად გრძნობდნენ თავს.

ასევე მე გავიხსენე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, როდესაც მაშინდელი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, მაინც და მაინც, ერთი და იგივე კოლეგიას აწერდა პოლიტიკურად სენსიტიურ ყველა საქმეს და წინასწარ იცოდა, რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა შესაბამისი კოლეგია და პროგნოზი მართლდებოდა. მაშინ კლანი იყო ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში და მე გავიხსენე, რომ ქალბატონი მაიაც სხვა მოსამართლეებთან ერთად და ესენი არიან: ვარძელაშვილი, ერემაძე, პაპუაშვილი, კოპალეიშვილი, მთლიანობაში წარმოადგენდნენ „კლანს“ საკონსტიტუციო სასამართლოში.

„პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან მისი წარმომადგენლები, ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, აბსურდის მტკიცება უწევთ“ – კობახიძე

„გამაცნეს კოპალეიშვილის პოზიცია, აბსოლუტურად უსუსური მსჯელობაა.. სერიოზულად ვერც განვიხილავ ამ ე.წ არგუმენტებს“ – ირაკლი კობახიძე  

ამის გახსენება მომიწია იქიდან გამომდინარე, რომ ის ცდილობდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უხეში ტერმინოლოგიის გამოყენებას, თუმცა ნახეთ, რომ შემდეგ მოვახერხეთ სამართლებრივ ჩარჩოებში ყველაფრის დაბრუნება“, – განაცხადა კობახიძემ.

„დიდი მადლობა, ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ“ – ირაკლი კობახიძის პასუხი მაია კოპალეიშვილს, რომელმაც მას თვითკმაყოფილი უწოდა

„მთავარია ბატონ ირაკლის არ აქვს პრეტენზია, იყოს კონსტიტუციის მამა“ – მაია კოპალეიშვილი