LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაყვალა ჩიხლაძე: „დარბაზში რომ გამოვდიოდით და „სიჭაბუკეს“და „კართან მოდგა შემოდგომას“ ვმღეროდით, მსმენელი და მაყურებელი ცრემლებს იწმენდდა…“

304
მაყვალა ჩიხლაძე

ჟურნალ O.K.-სთან ინტერვიუში 84 წლის მომღერალი მაყვალა ჩიხლაძე საუბრობს, როგორი იყო პოპულარობა და სიმღერა „კართან მოდგა შემოდგომა“, რომელიც მსმენელს ძალიან შეუყვარდა.

პოპულარობა რომ მოვიდა?

ამას არც კი ვანიჭებდი დიდ მნიშვნელობას და არ ვაქცევდი ყურადღებას. მე ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი – ვმღეროდი… ისე მოხდა, რომ ხალხმა ეს სიმღერები აიტაცა… მერე იყო კონცერტები, გასტროლები… გავსებული დარბაზები – მახსოვს, საკონცერტო დარბაზში რომ გამოვდიოდით და „სიჭაბუკეს“და „კართან მოდგა შემოდგომას“ ვმღეროდით, მსმენელი და მაყურებელი ცრემლებს იწმენდდა.

და როგორია ის შემოდგომა, კართან რომ მოდგა – დღეს?

საერთოდ, მე შემოდგომა ძალიან მიყვარს, ყველანაირი ფერი რომ ხარობს ბუნებაში – თვითონაც შემოდგომაზე ვარ დაბადებული და, ალბათ, ამიტომაც… კომპოზიტორმა, ოთარ თევდორაძემ, პირადად ჩვენ მოგვიტანა ეს სიმღერა და გვთხოვა, იქნებ შეასრულოთო… მერე ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა… იტალიურადაც კი არის ნათარგმნი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები