LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იგეგმებოდა ინგა ფერაძის საქართველოში ჩამოყვანა, კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა.. სამწუხაროდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა..“ – მაკა რაზმაძის ემოციური პოსტი

887
Untitled design (12)

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, მომღერალ ინგა ფერაძესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ცოტა ხნის წინ გიყვებოდით ინგა ფერაძესთან დაკავშირებით, რომ მზადდებოდა მისი საქართველოში ჩამოყვანა, იგეგმებოდა კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა.

ამ თემაზე იყო მოლაპარაკებები გარკვეულ ინსტანციებთან და ინგას პასპორტიც მზადაა და სხვა დეტალებს აღარ დავაკონკრეტებ.

სამწუხაროდ ბოლო მომენტში ინგას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ახლა ის საავადმყოფოშია მოთავსებული.

„ძალიან უვლიან და ეფერებიან“ – როგორია ინგა ფერაძის მდგომარეობა ბრიუსელში, სადაც მოხუცთა სახლში ცხოვრობს

მქონდა საშუალება მასთან საუბრის,თუმცა მეტყველება უჭირს და მდგომარეობაც უკეთესობისკენ არ მიდის.. არ ვიცით როგორ იქნებაო, ექიმები არ გვაიმედებენ…

მე მაინც იმედი მაქვს რომ ინგა გამოჯანმრთელდება და ჩამოვა..

ცოტა ხნის წინ გიყვებოდით ინგა ფერაძესთან დაკავშირებით,რომ მზადდებოდა მისი საქართველოში ჩამოყვანა,იგეგმებოდა კონცერტი და…

Posted by Maka Razmadze on ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი, 2023

არ ვიცი სხვა რა ვთქვა….მისი შვილი ანუკა ადგას თავზე და ყველანაირად იბრძვის რომ ინგა გამოჯანმრთელდეს,“ – წერს სოციალურ ქსელში მაკა რაზმაძე.

„ჩემი იუბილარი ინგა ფერაძე.. საუბრის დასაწყისში ჯერ იწვა, მერე ნელ-ნელა მოცოცხლდა თავისი თბილისის ხსენებაზე“ – მაკა რაზმაძე ემოციურ ვიდეოს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები