LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო 

115
ing (4)

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვას ეხება, მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 23-მა დეპუტატი წავიდა.

ცნობისათვის, პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

ცვლილებების მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. შემოდის ახალი ამკრძალავი ნორმები. პროექტით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

რომან გოცირიძე „ოცნებას“: თქვენ გეშინიათ კარვის, ელოდებით „კარვების რევოლუციას“ 

ელისაშვილი უმრავლესობას: „რატომ ნაყავთ წყალს, როცა იცით, რომ წყლის ნაყვის შედეგად არაფერი დარჩება“

ჩარკვიანი: „გვითხრეს, არჩევნებს ვერ იგებთო, ბრეჟნევის დროსაც ვერავინ იგებდა, ამ ტიპის ხელისუფლების პირობებში არჩევნებს ვინ მოიგებს.. დაველოდებით, ხალხს ეს ყველაფერი ყელში ამოუვა“  

„პოლიციის მხრიდან კარვის დაშლა ლეგიტიმური ვერ იქნება თუ მაგალითად ყინვაში კარავში ადამიანები არიან“ – დავით მათიკაშვილი