LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპური – იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ პური

157
0111

ხაჭაპურის ნაირსახეობა, რომელიც (შესაძლოა!) არ გაგისინჯავთ – ასეთი სათაურით აქვეყნებს ვებგევრდი TasteAtlas-ი, ხაჭაპურის შესახებ მორიგ ვრცელ სტატიას.

TasteAtlas-ი, რომელიც ტრადიციული კერძების ერთგვარ ენციკლოპედიას წარმოადგენს, მკითხველს უყვება, რომ საქართველოში ხაჭაპურის 50-ზე მეტ ვარიანტს აცხობენ და რომ თითოეული მათგანი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ყველისა და ცომის კომბინაცია. TasteAtlas-ი დასძენს, რომ ხაჭაპურს საქართველოს რეგიონების მიხედვით სხვადასხვა ფორმა აქვს – ის შეიძლება იყოს მრგვალი, კუთხოვანი ან ნავის ფორმის და რომ სწორედ ფორმიდან გამომდინარე სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი Instagram-ზე, ყველაზე ხშირად აჭარული ხაჭაპურის ფოტოები თავსდება.

TasteAtlas-ი ხაჭაპურის მსოფლიოში ცნობილი თაყვანისმცემლების შესახებაც წერს, მათ შორის ფრანგ მწერალს ფრედერიკ ბეგბედერსაც ახსენებს, რომლისთვისაც ეს ქართული ტრადიციული კერძი პასუხია ყველა პრობლემაზე.

TasteAtlas-ი სტატიაში ლობიანს, კუბდარსა და მხლოვანასაც ახსენებს, როგორც ხაჭაპურთან ფორმით მიმსგავსებულ და ასევე გემრიელ კერძებს.

სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ ხაჭაპური, რომელიც ქართული კულინარიის სიმბოლოს წარმოადგენს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს და რომ საქართველოში 27 თებერვალს ხაჭაპურის დღე აღინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები