LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფქვილის იმპორტზე დაწესებული დამატებითი გადასახადი იზრდება

118
190

მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ ფქვილის იმპორტზე რამდენიმე თვის წინ დაწესებული დამატებითი გადასახადის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულმა გადასახადმა ვითარება დააბალანსა, თუმცა ბოლო პერიოდში ფქვილის იმპორტი კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რის გამოც, მთავრობამ დამატებითი საიმპორტო გადასახადის 50 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. გახანგრძლივდება დამატებითი გადასახადის მოქმედების ვადაც – ამ ეტაპზე ის მომავალი წლის პირველ მარტამდეა განსაზღვრული. დამატებითი საიმპორტო გადასახადი ასევე დაწესდება ქერსა და ქატოზე, ტონაზე 100 ლარის ოდენობით.

ნასარიძის განმარტებით, ფქვილის იმპორტის საფასურის ზრდა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხორბლის რეალიზებას და პურის ფასზე არ იმოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები