LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის დახმარება უკრაინისთვის არა მარტო გრძელდება, არამედ მისი მოცულობაც იზრდება

122
Untitled design (1)

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ „ევროკავშირის დახმარება უკრაინისთვის არა მარტო გრძელდება, არამედ მისი მოცულობაც იზრდება“. მისივე განცხადებით, მზადდება გრძელვადიანი ვალდებულებები უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„ევროკავშირის დახმარება უკრაინისთვის არა მარტო გრძელდება, არამედ მისი მოცულობაც იზრდება. ვამზადებთ გრძელვადიან ვალდებულებებს უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით – უკრაინას მეტი შესაძლებლობა, თან უფრო სწრაფად სჭირდება. ჩვენი მხარდაჭერა არ არის კონიუნქტურული, ეს არის სისტემატური, სტრუქტურირებული დახმარება, რადგანაც ევროპისთვის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით და მისი დროულად მოგვარებაა საჭირო. უკრაინელები იბრძვიან მთელი თავისი სიმამაცით და საშუალებებით, ჩვენი სურვილია მათ წარმატებას მიაღწიონ. ამიტომ ვალდებული ვართ მათ უფრო მეტი და უკეთესი იარაღი მივაწოდოთ“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

ცნობისათვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უკრაინის დედაქალაქ კიევში კვირას, დღის მეორე ნახევარში ჩავიდა. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდა. მათ ერთად მიაგეს პატივი ომში დაღუპულ უკრაინის დამცველთა ხსოვნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები