LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიზიკური აქტივობა განწყობას აუმჯობესებს

71

ფიზიკური აქტივობა განწყობას აუმჯობესებს, სტრესს კი ამცირებს. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ვარჯიში ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჯანმრთელობის გაუმჯობესების გარდა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. აღმოჩნდა, რომ ერთი დატვირთული აერობიკის შემდეგაც კი – დეპრესიის წარმოქმნის რისკი მინიმუმამდე მცირდება. საქმე ისაა, რომ ფიზიკური აქტივობის დროს ტვინში დოპამინის, სეროტონინის, ადრენალინისა და ნორადრენალინის გამოყოფა იზრდება, რაც განწყობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ეს ნივთიერებები ფაქტობრივად ბუნებრივი ანტიდეპრესანტები არიან და სტრესსა და შფოთსაც ამცირებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები