პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდები გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ.
„ლაზარე არის მარტის აქციის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც დღეს ტყვეობაში იმყოფება. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ვალდებულება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ლაზარესთან მიმართებაში. ევროპაში ვიზიტებს რომ მართავს, საუბრობს იმ ადამიანების სახელით, რომლებიც 8 მარტს აქციაზე ვიმყოფებოდით. ლაზარე არის ამ ყველაფრის სიმბოლო. ამიტომ ზურაბიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიმართოს საქართველოს მთავრობას და უთხრას, რომ ლაზარე უკანონოდ იმყოფება ტყვეობაში”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი გაგრძელდება.