LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ უფრო ბედნიერია, იაფიანი თუ ძვირიანი ავტომობილის მფლობელი?

37

იაფფასიანი ავტომობილების მფლობელები ბევრად უფრო ბედნიერები არიან. გავრცელებული აზრის მიხედვით, ძვირადღირებული მანქანები მფლობელებს აბედნიერებენ. მდიდრულ მოდელებში ხომ ძლიერი ძრავა, მაღალი ხარისხის ტექნოლოგიები და თანამედროვე ნავიგაციის სისტემაა, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მათი ფლობა ძალიან კომფორტულია. თუმცა, როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა.

ბრიტანულმა გამოცემა „Auto Express”-მა სხვადასხვა ფასიანი ავტომობილების მფლობელების კმაყოფილების დონე შეისწავლა და კვლევაში 70 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ყოველი ავტომფლობელი თავის მანქანას 9 კრიტერიუმის – სანდოობის, კომფორტის, მართვისა და ღირებულების მიხედვით აფასებდა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა თავისი ავტომობილით ძალიან კმაყოფილია, თუმცა კმაყოფილთა შორის უმრავლესობა Skoda Superb-ის მფლობელი იყო. მათ თავისი შენაძენი ძალიან მოსწონთ და შეცვლასაც არ აპირებენ. თუმცა, რაც ყველაზე უცნაურია საავტომობილო ბრემდების კლიენტთა უმრავლესობისთვის ფულს არანაირი  მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად, ძვირადღირებული მოდელები, ისეთი როგორიცაა – volkswagen თუ Audi – არც თუ ისე კარგია და როგორც წესი, მათ ფლობას ბევრად მეტი პრობლემები ახლავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები