მეცნიერებმა აეროპორტებთან დაკავშირებული მოულოდნელი საფრთხე გამოავლინეს. გამოცემა „Environmental Medicine”-მა ბრიტანელი, ბერძენი და ჰოლანდიელი სპეციალისტების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ ის ადამიანები არიან, ვინც აეროპორტების სიახლოვეს ცხოვრობენ. საქმე ისაა, რომ თვითმფრინავის ძრავის მიერ გამოწვეული ხმაური სისხლის წნევაზე მოქმედებს და გულთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნის რისკს ზრდის. ასეთი დასკვნა მედიკოსებმა საბერძნეთში, აფინას საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს მცხოვრები 420 ადამიანის შესწავლის შემდეგ მიიღეს. აღმოჩნდა, რომ მათ უმრავლესობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთანავე დაეწყოთ და დროთა განმავლობაში პრობლემა სულ უფრო და უფრო სერიოზული გახდა.