LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროექტისთვის ემზადება

117
ლარი

ციფრული ლარის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის – გრძელვადიანი კვლევისა და სათანადო განხილვების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკი ცხრა კომპანიისგან შემდგარ სიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მათ პლატფორმის რეალურ გარემოში ტესტირებისთვის შესაბამისი გამოცდილება და საკმარისი ტექნოლოგიური პოტენციალი გააჩნიათ. ეს კომპანიებია: AUGENTIC GmbH; Bitt Inc.; Broxus Holdings Ltd. Currency Network Ltd.; DCM Corp Limited; eCurrency Mint Inc.; FARI Solutions Ltd.; Ripple Labs, Inc.; Sovereign Wallet Co., Ltd.

შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკი ერთ ტექნოლოგიურ პარტნიორ ორგანიზაციას გამოავლენს და მასთან ერთად საპილოტე გარემოს შექმნის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის ზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით 2020 წლიდან ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მახასიათებლებს აქტიურად იკვლევს, მათ შორის, ციფრული ლარის შესაძლებლობებს, სისტემურ მოწყობასა და ბაზარზე მისი გამოყენების გზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები