LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მიშველაძე: „მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ბებიობა მნდომებია – ყველა სიცარიელე შეავსო კიტამ“

189
fot (1)

ტელეწამყვანმა, ეკა მიშველაძემ გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ ბებიობის შესახებ ისაუბრა. მის ქალიშვილს, ასევე ჟურნალისტსა და მომღერალს, მაკო კვიტაიშვილს, პირველი შვილი 2 წლის წინ შეეძინა.

ეკა მიშველაძე ამბობს, რომ კიტამ მის ცხოვრებაში „სიცარიელე შეავსო“.

„მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ბებიობა მნდომებია, ეს ყოფილა ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში – ყველა სიცარიელე შეავსო კიტამ.. მთელი ცხოვრება მეცინებოდა ბებიებსა და ბაბუებზე, რომლებიც სულ თავის შვილიშვილებზე ლაპარაკობდნენ.

როცა შევდივარ აფთიაქში, ჩემს უბანში, სადაც ყველა მიცნობს და მეკითხებიან, თქვენი შვილიშვილი როგორ არის, ტელეფონს ვიღებ და ვეუბნები, ვაიმე, ნახეთ, რამხელა გაიზარდა-თქო.

სულ კიტაზე ვლაპარაკობ, შევამჩნიე, რომ სულ მინდა თქმა – ჩემი შვილიშვილი ყველაზე ჭკვიანია, განვითარებულია და ყველასთან რაღაც შეჯიბრებაში ვარ შესული.

 

“მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ბებიობა მნდომებია”, – ეკა მიშველაძე

“მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ბებიობა მნდომებია, ეს ყოფილა ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში – ყველა სიცარიელე შეავსო კიტამ”, – ეკა მიშველაძე.

⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე:
https://instagram.com/nanukashow
? ნანუკას ?????? გვერდი:

@nanukashow

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show on Wednesday, 27 September 2023

 

შაბათი დღე სრულად კიტასია.. არ მაქვს განცდა, რომ სიბერე მოვიდა.. სიცარიელე მქონია თურმე ცხოვრებაში და კიტამ შეავსო“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები