ექსპერტებმა სუპერგმირების ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს და სიაში როგორც სპორტქარები ასევე ჩვეულებრივი მოდელებიც მოხვდნენ.
პირველი ადგილი კი სპორტულმა Ford-მა დაიკავა, მოდელი რომელიც სპეციალურად „სუპერ-ქალისთვის“ შეიქმნა. საუკეთესოთა რეიტინგის მეორე ადგილზე Audi R8 – „რკინის კაცის“ სტილში გაფორმებული ავტომობილი გავიდა. ლიდერთა სამეულს კი Lamborghini Gallardo ასრულებს. ავტომობილი, რომელიც თავისი მფლობელის „კაპიტან ამერიკას“ გამოსახულებას კაპოტზე ატარებს და რაც ყველაზე საინტერესოა, სუპერგმირის პორტრეტი უჩინარია და მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ავტომობილს წყალი ხვდება.
აღსანიშნავია, რომ სიაში მოხვდა ასევე Kia-ს რამდენიმე მოდელიც, რომელიც სპეციალურად მარველის გმირებისთვის შეიქმნა და ასევე 2013 წლის Ford, რომელიც კომპანიამ სპეციალურად ბეტმენისთვის დაამზადა.