LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავის არ სჭირდება თქვენნაირი დეპუტატების ინტერვიუ“ – მარშანიამ ხუნდაძეს კომენტარი შეაწყვეტინა

178
ადა მარშანია და დიმიტრი ხუნდაძე

გმირთა მემორიალთან, სადაც „ხალხის ძალის“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, მასთან პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ადა მარშანია მივიდა და ინტერვიუ შეაწყვეტინა.

როგორც მან ხუნდაძეს უთხრა, მისნაირ დეპუტატთან ინტერვიუ არავის უნდა:

„მინდოდა მეთხოვა, რომ ჩემს სიცოცხლეში გადმოასვენონ.. ობოლმა ბავშვებმა გაიგონ მათი მამა სადაა, მაგრამ წავიდა, არ მოგვისმინა“ – აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან ხმაური იყო

დაღუპულების ოჯახის წევრები პრემიერ-მინისტრთან მისვლას ცდილობდნენ, რათა მისთვის დაღუპულთა გადმოსვენებაში დახმარება ეთხოვათ.

„ქვეყნის პარლამენტი, სადაც ორი რეგიონი ოკუპირებულია, არც ერთხელ თავის სხდომაზე აფხაზეთის და ცხინვალის საკითხს არ იხილავს. ეს ნორმალურია?

არ გაცდით ინტერვიუს ჩაწერას, არავის არ სჭირდება, თქვენნაირი დეპუტატების ინტერვიუ არის სისულელე, ხელის შეშლა არის თქვენი ყოფნა პარლამენტში“, – მიმართა მარშანიამ ხუნდაძეს.

შეგახსენებთ, გმირთა მემორიალთან დღეს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს გასაუბრება სურდათ, თუმცა პრემიერმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ მათთან არ მივიდა, რასაც შეკრებილი საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.

პრემიერ-მინისტრმა სოხუმის დაცემის ოცდამეათე წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.

„მჯერა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ეკუთვნის, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს სოხუმის დაცემის დღეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები