ექსპერტებმა დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს. ავტომწარმოებელთა და დილერთა კავშირის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე დიდი მოთხოვნა კომპაქტურ ჰეტჩბექებსა და ქალაქურ კროსოვერებზეა.
ყველაზე აქტუალურთა შორის კი Ford Fiesta ლიდერობს. აღნიშნული ავტომობილის მფლობელი წელს დამატებით 50 779 ადამიანი გახდა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მოდელი უკანასკნელ წლებშიც არანაკლები ფავორიტი იყო. სიის მეორე ადგილს – 31 760 გაყიდვით ასევე Ford-ის ჰეტჩბექი Focus იკავებს. ლიდერთა სამეულს კი იაპონური კროსოვერი Nissan Qashqai ასრულებს, ავტომობილმა წელს 28 471 მფლობელი იპოვა. ლიდერთა სამეულში ვერ მოხვდნენ, თუმცა საპატიო ადგილები დაიკავეს Volkswagen Golf-მა, რომლის გაყიდვაც 27 895 იყო, Vauxhall Corsa-მ 27 821 ერთეულით და Vauxhall Astra-მ 25 431 გაყიდვით. რაც შეეხება Mercedes-Benz C-Class-ს, რომელიც წინა წელს ლიდერთა შორის იყო, ამჯერად მხოლოდ 23 284 მოდელის გაყიდვით დაკმაყოფილდა და შესაბამისად, საპატიო ათეულშიც მოხვდა.