LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NBA ფინალები: ”გოლდენ სტეიტმა” უპირატესობა გაზარდა

32

დღეს გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ფინალური სერიის რიგით მეორე დაპირისპირება გაიმართა. ზაზა ფაჩულიას ”გოლდენ სტეიტმა” ”კლივლენდს” საკუთარ ”ორიქლ არენაზე” უმასპინძლა და მეტოქე 132:113 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე სულ 12 წუთი გაატარა,რა დროშიც ქართველმა ცენტრმა 2 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა.

”მეომართა” რიგებში გამოირჩა კევინ დურანტი,რომელმაც 33 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა (+ 6 შედეგიანი გადაცემა). სამმაგი დუბლი შეასრულა სტეფ კარიმ 32 ქულით, 10 მოხსნით და 11 შედეგიანი გადაცემით. 22 ქულა და 7 მოხსნა გუნდს კლეი ტომპსონმა მოუტანა.

”კლივლენდის” რიგებში საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო. ”მეფემ” სერიის მეორე მატჩი სამმაგი დუბლით: 29 ქულით, 11 მოხსნით და 14 პასით დაასრულა. 27ქულა და 7 მოხსნა დააგროვა კევინ ლავმა,კაირი ირვინგის ანგარიშზე კი 19 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები