LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბერთის მხარდაჭერით თბილისში SPORTFEST-2023 დასრულდა

613
ლიბერთი

ლიბერთის მხარდაჭერითა და პარტნიორობით ორდღიანი სპორტული ფესტივალი ჩატარდა.

ლიბერთი, SPORTFEST-ის მეშვეობით, ნებისმიერი თაობის ადამიანს საშუალებას აძლევს გაეცნოს სპორტის სხვადასხვა სახეობას, შეხვდეს ცნობილ სპორტსმენებს და ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მრავალფეროვანი აქტივობებით გაერთოს.

ფესტივალი  საკმაოდ მასშტაბური იყო და მან სპორტის ენთუზიასტები, პროფესიონალები, გულშემატკივრები და სპორტული ორგანიზაციები გააერთიანა.  სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის განკუთვნილ სივრცეებში,  სპორტულ და საბავშვო გასართობ მოედნებზე თუ  სპეციალური სცენის მეშვეობით სპიკერებისთვის, ყველა ასაკის ადამიანს,  მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში ჩართვის საშუალება მიეცათ.  ფესტივალს გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები დაესწრნენ.

ლიბერთის სივრცეში, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის ჩემპიონი ნანა იოსელიანი საჭადრაკო დაფასთან სხვადასხვა ასაკის მოთამაშეებს ერთდროულად შეხვდა. ამავე დღეს, ლიბერთის სივრცეში, საქართველოს ჩემპიონი, 12 წლის ერეკლე ტაბატაძე ჭადრაკის მოყვარულებს ერთდროულად შეეჯიბრა.

ლიბერთის მხარდაჭერით, ფესტივალის მიმდინარეობისას, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი,  საჭადრაკო ოლიმპიადის თერთმეტგზის ჩემპიონი და პირველი ქალი საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის პროფესიონალ და მოყვარულ მოთამაშეებს ერთდროულად შეხვდა.

ფეხბურთის მოყვარულებს, ლიბერთის მინი ფეხბურთის მოედანზე, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელმა გოგონებმა უმასპინძლეს.

„ლიბერთი მრავალი წელია, რაც ქალთა გაძლიერების პროექტებს მხარს აქტიურად უჭერს. „სპორტფესტთან“ პარტნიორობით ქალთა გაძლიერების  თემაზე საუბრისა და ფესტივალის სტუმრებისთვის საინტერესო აქტივობების შეთავაზების საშუალება მოგვეცა. ვფიქრობთ, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელმა გოგონებმა  კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ქალებს სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. ლიბერთი ნონა გაფრინდაშვილსა და ნანა იოსელიანს პროექტში მონაწილეობისა და საინტერესო საჭადრაკო სესიებისთვის მადლობას უხდის,“ – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები