LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მელიამ პოლიციის პროვოცირება მოახდინა.. ჩვენი პოლიციელები მაინც ქართველები და კაცთმოყვარენი არიან“ – ბექა ოდიშარია

205
ოდიშარია და მელია

„ციხისთვის მე არავინ მემეტება. თუმცა მან მოახდინა პოლიციის პროვოცირება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესახებ განაცხადა, რომელიც 22 სექტემბერს დააკავეს.

ვიდეო: ნიკა მელიას თქმით, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხა 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, მელია პოლიციასთან პირდაპირ კონტაქტში შევიდა და ხელით შეეხო.

„რაც შეეხება ნიკა მელიას თუ სხვას, რაც არ უნდა ადამიანები მავნებლები იყვნენ ან პროვოკატორები, ციხისთვის მე არავინ მემეტება. თუმცა მან მოახდინა პოლიციის პროვოცირება.

იქ ჩანს, რომ პირდაპირ ხელჩართულ ბრძოლაში გადავიდა. თქვენ წარმოიდგინეთ აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში, რომ ვინმემ მუშტი-კრივით დაუპირისპირდეს პოლიციას, იქ რა მოხდება – გაცილებით მწვავე რეაქცია იქნება, ჩვენი პოლიციელები მაინც ქართველები და კაცთმოყვარენი არიან“. – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ნიკა მელია და მასთან ერთად დაკავებული ოპოზიციონერების პროცესი გადაიდო – სამივე დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები