„მთავარ არხზე“ მთელი კვირის ასტრო პროგნოზი გაგვაცნო სოფია ბზეკალავა.
ასტროლოგი აღნიშნავს, რომ ამ კვირაში პულსი არის მომატებული.
„მიმდინარე კვირას აქვს თავისი მნიშვნელოვანი ნიუანსები. ამ კვირას გვექნება სავსემთვარეობა ვერძის ნიშანში. კვირა არ იქნება მოსაწყენი და ერთფეროვანი. ეს კვირა იქნება უკიდურესობებით სავსე და რადიკალური. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს პრინციპული გადაწყვეტილებებისთვის. ამ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ცაზე, პლანეტა მარსის ასპექტი დაღმავალ კვანძთან. ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დგას საკითხი, სამუდამოდ გაუშვას წარსულში არსებული დაპირისპირებები და წყენები და გაიაზროს, რომ მედალს აქვს ორი მხარე. როცა ჩვენ ვიღაცაზე ვბრაზობთ, არ ვიცით ობიექტური რეალობა და არ ვიცით, რა ხდება საპირისპირო მხარეს… ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა პატიებისთვის. არ მიიღოთ ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები…“
სოფია ბზეკალავას პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის – ფული და სიყვარული… ვის გაუმართლებს 2023-ში?