LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზლატანი ყველაზე მოთხოვნადი თავისუფალი აგენტების სიას ლიდერობს

34

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება იმ ფეხბურთელების მომავალზე საუბარი,რომლებსაც ამჟამინდელ გუნდებთან კონტრაქტები უსრულდებათ.

ამერიკულმა სპორტულმა ვებგვერდმა bleacherreport.com ყველაზე მოთხოვნადი თავისუფალი აგენტების სია გამოაქვეყნა.

სიაში  პირველ ადგილს ზლატან იბრაჰიმოვიჩი იკავებს. მიუხედავად ასაკისა, 35 წლის შვედი ვარსკვლავი გასულ სეზონში ”მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი ლიდერი და თუ  ყველაზე მნიშვნელოვანი არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ნამდვილად  გახლდათ. სეზონის ბოლოს ზლატანმა ტრავმა მიიღო,თუმცა იგი მაინც რჩება წამყვანი კლუბების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ.აღსანიშნავია ისიც, რომ ”მანჩესტერ იუნაიტედი” ფეხბურთელის შენარჩუნებას აუცილებლად ეცდება.

ტოპ-10 ასეთია:

  1. სეადკოლაშინაცი (”შალკე 04”)
  2. მარიო ბალოტელი (”ნიცა”)
  3. რაშიდ გეზალი (”ლიონი”)
  4. იკერ კასილასი (”პორტო”)
  5. დანიელე დე როსი (”რომა”)
  6. ია ია ტურე (”მანჩესტერ სიტი”)
  7. პეპე (”რეალი”)
  8. ფერნანდო ტორესი (”ატლეტიკო”)
  9. გაელ კლიჩი (”მანჩესტერ სიტი”)

აღნიშნულ სიაში ასევე პაბლო საბალეტა, ბაკარი სანია, ხესუს ნავასი( სამივე  ”მანჩესტერ სიტი”), გონსალო როდრიგესი (”ფიორენტინა”) და დარიო სრნა (”შახტარი”) მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები