LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ურთულესი წელი გველოდება.. თურმე, შეიძლება ბავშვების, ოჯახის თვალწინ დაგხვდნენ, გაგისწორდნენ და პოლიცია ვერაფერს ხედავდეს, თუ ამ ყველაფრის წინაშე კითხვა გიჩნდება – შენ ხარ დამნაშავე“ – დოლიძე გლდანის ინციდენტზე

119
Untitled design

„მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არასოდეს ვეგუებოდი უსამართლობას და არ შევეგუები ამ უსამართლობას. ის, რომ დღეს თბილისში ჩვეულებრივად სადამსჯელო ჯგუფები დათარეშობენ, ეს შემდგარი ფაქტია“, – განაცხადა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ, რომელიც 22 ოქტომბერს გლდანის ინციდენტის დროს დააკავეს.

ნიკა მელია და მასთან ერთად დაკავებული ოპოზიციონერების პროცესი გადაიდო – სამივე დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლეს 

„ის, რომ პოლიცია ვერ რეაგირებს ამ ყველაფერზე, ან უარეს შემთხვევაში, არ რეაგირებს, ესეც შემდგარი ფაქტია.

თურმე, შეიძლება 60 ადამიანი, ბავშვების, ოჯახის თვალწინ დაგხვდნენ, გაგისწორდნენ და ამ დროს პოლიცია ვერაფერს ვერ ხედავდეს და თუ ამ ყველაფრის წინაშე კითხვა გიჩნდება – შენ დამნაშავე ხარ.

ურთულესი წელი გველოდება, ჩვენი მთავარი ამოცანაა, არც ერთ მსგავს სისაძაგლეზე თვალი არ დავხუჭოთ უნდა მოვახდინოთ რეაგირება“, – თქვა ბაჩო დოლიძემ.

ცნობისათვის, გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების – ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრის 12:00 საათისთვის გადაიდო.

დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მელია და ხაბეიშვილი ვერ გამოიძიებენ პოლიტიკურად ვერც ერთ დანაშაულს, ამას გააკეთებს ხელისუფლება კანონისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით – თალაკვაძე

ენმ-ის დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შსს-მ 6 პირი დააკავა

„ჰანტელები დაგვარტყეს.. ყველაფერი დაამტვრიეს.. როდესაც გვირტყამდნენ ნიკა მელიას აგინებდნენ“ – ირაკლი ეძგვერაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები