LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ აქვს დასასრული იმ სიყვარულს.. ალბათ ის იყო ის პირველი და ყველაზე მძიმე, რამაც შეცვალა ჩემი მოცემულობა, ცხოვრება.. ის ადამიანი გარდაცვლილია.. ასეთი ადამიანები არ იბადებიან“ – ეკა ბესელია სიყვარულზე

609
2

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია სატელევიზიო გადაცემას სთორი სტუმრობდა, სადაც სიყვარულზე ისაუბრა.

“ერთი ეპიზოდი იყო, რაზედაც არ ვლაპარაკობ არასდროს. არ მიყვარს.. არ ვსაუბრობ ამ თემაზე, რადგანაც ის ადამიანი გარდაცვლილია. ეს თემა ხელშეუხებელია. ასეთი ადამიანები არ იბადებიან. ეს დიდი ხნის წინ იყო, ძალიან დიდი დრო გავიდა.

წამყვანის კითხვაზე – „დიდხანს იყავით ერთად? ეკა ბესელია პასუხობს, რომ არა.

„არა არც ვყოფილვართ.. “.

წამყვანი: „პლატონური სიყვარული იყო?”…

“კი ასე გამოვიდა… ის სულ იქნება. ასეთი რამ არ მეორდება არასდროს. არ სრულდება, არ აქვს დასასრული ამ სიყვარულს. სიკვდილის შიში ხომ ყველას აქვს რაღაც ეტაპზე, ეს შიში მე მაშინ დავამარცხე.

ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო… ალბათ ის იყო ის პირველი ყველაზე მძიმე რაღაც, რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რამაც შეცვალა ჩემი მოცემულობა. რასაც მე პროფესიული წარმატების კუთხით მივაღწიე, იქიდან გამოყოლილი ენერგია იყო”, – ამბობს ეკა ბესელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები