მსახიობები თათული ედიშერაშვილი და თამუნა ნიკოლაძე ფართო აუდიტორიამ სერიალიდან „შუა ქალაქში“ გაიცნო და ძალიან შეიყვარა.
თათულიმ და თამუნამ ყველასათვის საყვარელი პერსონაჟები – თამარი და ქეთევანი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ გაიხსენეს. მათ საკუთარ პერსონაჟებთან მსგავსებასა და განსხვავებებზეც ისაუბრეს:
„მე ქეთევანისგან გაცილებით მშვიდი და უფრო წყნარი ადამიანი ვარ, გაცილებით სერიოზული, რაღაც კავშირი კი.. როცა ვბრაზდები, ცოტა ქეთევანს ვგავარ. ასე ვეღარ ვყვირი, დრო გავიდა. ხმით გვცნობენ“, – ამბობს თამუნა ნიკოლაძე.
„არ ვიცი, ვგავარ თუ არა, ის სხვა ხმაა. კოვიდის დროს, სახეზე რომ გვქონდა ყველაფერი აფარებული, რომ გგონია, მშვიდად შეხვალ, რასაც გინდა იკითხავ, გააპროტესტებ.. თამარ ღლონტის შემდეგ ცოტა კომპლექსი გამიჩნდა, მაგალითად რიგს არ იცავენ, ვამბობ: „ხომ შეიძლება დავიცვათ რიგი, როგორც მოქალაქემ“, [უთქვამთ] „ვაიმე ზუსტად თამარივით აკეთებ“ და ეს ძალიან მაკომპლექსებდა. ასე რომ ხმაზე მაინც ვიყიდები ხოლმე“, – ამბობს თათული ედიშერაშვილი.
როგორ ცნობენ თათულის და თამუნას ??
?„მე ქეთევანისგან განსხვავებით, გაცილებით მშვიდი და უფრო წყნარი ადამიანი ვარ… როცა ვბრაზდები ცოტა ქეთევანს ვგავარ“
როგორ ცნობენ თათულის და თამუნას ??
#ჩვენიოჯახიPosted by ჩვენი ოჯახი on შაბათი, 23 სექტემბერი, 2023