LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლა ფონ კრამონი: ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟი აქვს გადაწყვეტილი..დროა, ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის

124
fot

დროა ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე გამართული დისკუსიის დროს განაცხადა.
როგორც კრამონმა აღნიშნა, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, თუნდაც მათი ამჟამინდელი მთავრობა ამას არ იმსახურებდეს.

„ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია. საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟი აქვს გადაწყვეტილი. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ამას არ იღებს. უკან, რუსული ჭაობისკენ გზა არ არსებობს, არ არსებობს გზა შეზღუდული თავისუფლებებისკენ და ავტოკრატიისკენ დასაბრუნებლად. არის მხოლოდ წინსვლის ერთი გზა – საქართველოს ევროპული მომავლისკენ. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება თავისი მთავრობისგან. ყველა გამოვიდა ქუჩაში, რათა მათი ხმა შესმენილი ყოფილიყო თბილისში, ბრიუსელში და განსაკუთრებით მოსკოვში. ვერ ჩამორეცხავთ ევროპულ იდენტობას წყლის ჭავლით, ევროკავშირის დროშის დაწვა ვერ ამოწვავს ევროპას ქართველების გულებიდან. თავისუფლებისთვის მებრძოლების წინააღმდეგ ძალადობა უშედეგოა. საქართველოს კონსტიტუცია წმინდაა. 78-ე მუხლი უზრუნველყოფს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატო-ში, მაგრამ მთავრობამ ერთი ოლიგარქისა და კრემლის ინტერესები ამ კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა. როდესაც ხელისუფლებაში მყოფნი ღალატობენ ხალხს, ეს ხალხი აჩვენებს თავის ძალას. დროა, ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, თუნდაც მათი ამჟამინდელი მთავრობა ამას არ იმსახურებდეს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები