LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

125
თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის სათავო ოფისში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს ენდრიუ ჯუველს შეხვდა.

ნათია თურნავამ მას დეტალურად  გააცნო, თუ რას გულისხმობს სანქციების შესრულების წესში განხორციელებული ცვლილებები და რატომ დადგა დღის წესრიგში ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ამასთან, მისივე განცხადებით, შენარჩუნდება ყველა ის რეგულაცია და შეზღუდვა, რომელიც აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან დაუწესეს.

„საქართველოს ეროვნულ ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ფონდთან ინტენსიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ კითხვების არსებობის შემთხვევაში ამომწურავი პასუხები გავცეთ მათ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და რობერტ სინგლეტარიც ესწრებოდნენ.