LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ გარნერმა უსახლკარო მამაკაცს საკუთარი ფეხსაცმელი და პლედი აჩუქა

208
ჯენიფერ-გარნერი

ჯენიფერ გარნერი პაპარაცებმა სანტა-მონიკაში გადაიღეს, როცა ის ავტოსადგომთან იმყოფებოდა. მოულოდნელად გარნერის მახლობლად ეტლით მოსარგებლე უცნობი მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. მსახიობი არც კი დაფიქრებულა, უცნობს მიუახლოვდა და როგორც კი დაინახა, რომ მას ფეხსაცმელიც არ ეცვა, თავის ბოტასები გაიხადა და პლედთან ერთად მისცა. ფეხსაცმელი პატარა აღმოჩნდა, ამიტომ გარნერმა ფოტოგრაფს ფული მისცა, რომ უცნობისთვის ფეხსაცმელი ახლომდებარე მაღაზიაში ეყიდათ.

კიდევ უფრო ემოციური იყო ფოტოგრაფის პასუხი, როცა მან ფულის აღებაზე უარი თქვა და უსახლკარო მამაკაცს საკუთარი ფეხსაცმელი აჩუქა.

„ხომ მშვიდობაა ბენიფერთან?“ – ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი აეროპორტში ჩახუტებულები გადაიღეს

„დაინახეს პაპარაცები და ხვევნა-კოცნა დაიწყეს“ – ჯენიფერ გარნერისა და მისი შეყვარებულის იშვიათი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები