პარლამენტის ფოიეში ვითარება ვითარება კვლავ დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.
„ხედავთ, რომ ცდილობენ ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ. ვითომ კაცები ქალებს იფარებენ ხოლმე“ - ირაკლი კობახიძე
„საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ვთხოვ, ამ ჯაშუშებთან და აგენტებთან პოლემიკაში არ შევიდეთ“
ვითარების განმუხტვა მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
მანამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო მიხეილ ყაველაშვილს, მამუკა მდინარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის, რის შემდეგაც მათ დეპუტატების ოთახში გადაინაცვლეს, სადაც მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ.