სედანი კლასიკური შესრულებით, სხვადასხვა მუტაციების გარეშე – ევროპაში გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. პრემიუმ-ბრენდები ბაზარზე მათ კვლავ დიდი რაოდენობით უშვებენ, თუმცა ჰეტჩბეკების, უნივერსალების და კროსოვერების ზღვაში ეს მხოლოდ წვეთია.
საქმე იქამდე მივიდა, რომ Volkswagen Passat-ის ბოლო თაობა მხოლოდ სატვირთო-სამგზავრო ძარით გამოვა. ევროპული კურსი ნათელია. ჩინეთზე არ უნდა ვიდარდოთ:იქ ყველაფერი საკმარისზე მეტია.
და რა ხდება აშშ-ში? თუკი სტატისტიკას გადავხედავთ, ერთ დროს პოპულარული ფორმატი პოზიციებს კარგავს და ეს თითქმის ყველა მოდელს ეხება.