LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისის გასტრო კვირეული” – მათთვის, ვინც უნიკალურ გემოებს ეძებს

137
გასტრო

1-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისი, მიშლენის მიერ აღიარებულ შეფებთან და ქართული გასტრონომიის გამორჩეულ წარმომადგენლებთან ერთად, რიგით მეორე გასტრო კვირეულს (Tbilisi Gastro Week) უმასპინძლებს.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ექსკლუზიური ვახშმების სერია. საერთაშორისო და ადგილობრივი ვარსკვლავური შეფებისგან დაკომპლექტებულ წყვილებს თბილისის ხუთი წამყვანი რესტორანი უმასპინძლებს.

„თბილისის გასტრო კვირეულის“ მონაწილე შეფები არიან: ჰანს ნოინერი – ორი მიშლენის ვარსკვლავი (პორტუგალია), მაიკლ ვან დერ კროფტი – საუკეთესო შეფმზარეულის ჯილდოს ნომინანტი (ნიდერლანდები), კამილა სეიდლერი – ლათინური ამერიკის საუკეთესო შეფმზარეული ქალი (დანია), ალეხანდრო სერანო – მიშლენის ერთი ვარსკვლავის მფლობელი (ესპანეთი), დიპანკერ ხოსლა – ერთი მიშლენის ვარსკვლავი და ერთი მწვანე მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი (ტაილანდი), თეკუნა გაჩეჩილაძე, ქეთი ბაქრაძე, მერიკო გუბელაძე, რამაზ გემიაშვილი, გიორგი ნინუა, ლევან ბუაძე.

„თბილისის გასტრო კვირეული“ ყოველწლიური კულინარიული ფესტივალია, რომელიც ადგილობრივ მრავალფეროვან გასტრონომიულ კულტურას ერწყმის, აერთიანებს მსოფლიო დონის ცნობილ შეფმზარეულებსა და კულინარიული ხელოვნების მოყვარულებს.

პროექტის მიზანია კვირეულის სტუმრებისთვის დაუვიწყარი და უნიკალური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნა, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი – ახალი პერსპექტივების გაჩენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები