LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხაში ოჯახი დააყაჩაღეს: „სახლის მეპატრონეს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს, სავარაუდოდ, თხილის გაყიდვის შედეგად მიღებულ ფულს ითხოვდნენ“ 

141
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (10)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს. ავტომატებით შეიარაღებული, ნიღბიანი პირები სავარაუდოდ, თხილის გაყიდვის შედეგად მიღებულ ფულს ითხოვდნენ.

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც თავდამსხმელები დარწმუნდნენ, რომ ოჯახში დიდი თანხა არ ინახებოდა, სახლის მეპატრონეს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს და მიიმალნენ. უცნობია, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა წაიღეს თავმდამსხმელებმა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

თავდამსხმელების დაკავების მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები