LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა სურთ კაცებს“ – საინტერესო განხილვა „შუადღის“ ეთერში

282
ფორტუნა - 2023-09-17T234411.578

„რა სურთ კაცებს“ და „გადის თუ არა მამაკაცის გულისკენ გზა კუჭზე“   –  თემა „რუსთავი 2“-ის  „შუადღის“ წამყვანებმა სტუმრებთან ერთად განიხილეს.

გადაცემის სტუმრები იყვნენ ნუკი კოშკელიშვილი, თიკა ჯამბურია და ანა არველაძე.

ირაკლი მახარაძის თქმით, მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე არ გადის და ეს უბრალოდ სტერეოტიპია.

ვახო კანდელაკი კი ფიქრობს, რომ არ შეიძლება ამტკიცონ, რომ ყველა ბიჭი ერთნაირია.

„სხვადასხვა კატეგორიის ბიჭები არსებობენ სხვადასხვა სურვილებით და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი აქვთ. ირაკლი ასაკში, ზედაპირული და გართობაზე ორიენტირებული ურთიერთობები ხიბლავთ და ჩემ ასაკში უფრო სტაბილურობაზე არიან ორიენტირებული“.

ამ შემთხვევაში თიკა ჯამბურია დაინტერესდა რამდენი წლის არის ვახო.

ვახომ განმარტა, რომ 40 წლის ხდება.

ნუკი კოშკელიშვილის აზრით, კი თუ ბიჭს სერიოზულად არ აინტერესებს გოგო, ის არ დაურეკავს და არ მოიკითხავს და ამის გამო გოგომ არ უნდა ინერვიულოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები