LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოვში ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები ერთჯერადი დახმარების სახით 20 ათას ლარს მიიღებენ

255
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

შოვში ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები ერთჯერადი დახმარების სახით 20 ათას ლარს მიიღებენ. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

იმავე ოდენობის თანხას მიიღებენ გურიაში განვითარებული მოვლენების დროს, სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრები.

„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ, გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირებთან, ასევე, გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ფსიქოლოგებმა მუშაობა უკვე დაიწყეს

ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, სახელმწიფო ასევე დაეხმარება გურიაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული, ან დანგრეული სახლის მფლობელებს.

რაჭაში მომხდარი სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე.

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები