LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარედ ლეტოს ბენდმა, Thirty seconds to mars ახალი ალბომი გამოუშვა

129
page

ოსკაროსანი მსახიობისა და მუსიკოსის, ჯარედ ლეტოს ბენდმა, Thirty seconds to mars დღეს ახალი ალბომი, სახელწოდებით It’s the end of the world, but it’s a beautiful day გამოუშვა.

ალბომი ჯგუფის დისკოგრაფიაში რიგით მეექვსეა და წინა ორი ალბომის მსგავსად, ისიც ელექტრო მუსიკისა და როკ-მუსიკის სინთეზს წარმოადგენს. არტისტის თქმით, ალბომის ინსპირაცია 80-ანი წლების ელექტრონული მუსიკა იყო.

აღსანიშნავია, რომ ალბომის მეექვსე ტრეკში, world on fire გიტარის პარტია ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ედ შირანმა ჩაწერა. ხოლო მეცხრე ტრეკში, სახელწოდებით Midnight Prayer, ვოკალის პარტიას ჯგუფის მეორე წევრი, ჯარედის ძმა, შენონ ლეტო ასრულებს. ჯგუფი ალბომზე კოვიდ-პანდემიის პერიოდში მუშაობდა.

ჯგუფმა Thirty Seconds To Mars ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველი სინგლი Stuck გამოუშვა და ალბომი დააანონსა

ჯარედ ლეტო „მეტ გალა“ 2023-ის მთავარ მოვლენად იქცა – წითელ ხალიჩაზე მისული გიგანტური ფისო ლეტო აღმოჩნდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები