ქართველი შემსრულებელი, თამარა გაჩეჩილაძე გუშინ “ევროვიზიის” ჟიურის წინაშე წარდგა. როგორც სოცქსელში წერენ ქართველები, ვინც თაკოს მხარდასაჭერად კიევში იმყოფებიან, ქართველი კონკურსანტი შესანიშნავად გამოვიდა. ანრი ჯოხაძე აღნიშნავს, რომ თამარამ “დარბაზი დაანგრია”.
“პირველი არხი” ავრცელებს ექსკლუზიურ კადრებს კულისებიდან, სადაც ჩანს, როგორ ემზადება მომღერალი ბექვოკალებთან ერთად საპასუხისმგებლო გამოსვლისთვის… ჟიურის ქულები საკმაოდ მნიშვნელოვანია ზოგადი შეფასებისთვის. ვრცლად ვიდეო