LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირებთან, ასევე, გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ფსიქოლოგებმა მუშაობა უკვე დაიწყეს 

218
ing (1)

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირებთან, ასევე, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ფსიქოლოგებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადეს.

„სად არიან ფსიქოლოგები? კიდევ რამდენ ხანს ველოდო?.. აწი ფსიქიატრები დაგვჭირდება“ – მარიტა გუტაშვილი 

როგორც უწყებაში განმარტავენ, შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას და ფსიქოთერაპიულ სეანსებს. საჭიროების შემთხვევაში კი, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას:

„შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებულ პირებთან, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებთან, შესაბამისი, მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგიური სერვისის მიწოდება გრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების მიერ ყველა დაზარალებულთან მოხდა დაკავშირება. ნაწილმა, პროგრამით სარგებლობის სურვილი გამოთქვა და მათთან სპეციალისტები უკვე მუშაობენ.

გრძელდება კომუნიკაცია დაშავებულებთან და მათი სურვილის შესაბამისად მოხდება პროგრამაში ჩართვა.

შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებულ პირებთან, გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებთან, კომუნიკაცია პერმანენტულად გაგრძელდება და ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამის სამედიცინო სერვისს მიაწვდის.

სამინისტროს მიერ, შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას. აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში“, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

ცნობისათვის, 12 სექტემბრის მონაცემებით, შოვში მომხდარ სტიქიას 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაჭაში მომხდარი სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები