LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

131
00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში სხვადასხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რათა  წელიწადის ოთხივე სეზონზე კურორტი ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველი და კომფორტული გახდეს.

პროექტები საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 25.2 მილიონი ლარია.

სამუშაოები მოიცავს ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში ქუჩებისა და არსებული შენობების რეაბილიტაციას, გარე განათების მოწყობას და სხვა.

ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია.  პარკის ტერიტორია დაიყოფა სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. რეკრეაციულ პარკში შეიქმნება ისეთი ახალი სივრცეები, რომლებიც უფრო კომფორტულს გახდის პარკში დროის გატარებას, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ისე დაბის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის.

პარკის ინფრასტრუქტურა მორგებული იქნება  შშმ პირებისა და  საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე პროექტის სამუშაოები, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები ბორჯომის, 9 აპრილის, თავისუფლების, მთის, რუსთაველის, აღმაშენებლის ქუჩებზე უკვე დასრულებულია და მოეწყო ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები,  ჭიშკრები და გარე განათების სისტემა. მეორე ეტაპით დაგეგმილი საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს 9 აპრილის, ბორჯომის, თავისუფლების და აღმაშენებლის ქუჩებზე.

default

default

 

default