სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების ბუნტია.
როგორც უწყებაში ამბობენ, დაწესებულებაში განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია.
„დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და რაიმე განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია“, – განუცხადეს „ფორტუნას“ პენიტენციურ დაწესებულების პრესსამსახურში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბუნტია და 50-მდე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა.