LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„220-მდე ადამიანია გამოყვანილი, სავარაუდოდ, ხვალიდან დროებითი ხიდების მოწყობას დავიწყებთ“ – ვითარება გურიაში და ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

133
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (5)

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტიდან 220-მდე ადამიანია გამოყვანილი.

როგორც მერმა აღნიშნა, სოფელი წიაღობანი მოსახლეობისგან სრულად დაცლილია. მისი თქმით, ტექნიკა აქტიურად განაგრძობს მუშაობას და სავარაუდოდ, ხვალიდან დროებითი ხიდების მოწყობა დაიწყება.

რაც შეეხება წყალმომარაგების აღდგენას, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებას, მერის განცხადებით, ამ კუთხით შესაბამისი კომპანიები მუშაობენ.

„ტექნიკა მუშაობს აგრძელებს და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სავარაუდოდ, ხვალიდან დროებითი ხიდების მოწყობას დავიწყებთ. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ორი სოფელი – წიაღობანი და კოკათი, წიაღობანიდან მოსახლეობა საერთოდ გაყვანილია, ხოლო კოკათში ტექნიკა დანიშნულების ადგილამდე ვერ შედის, რადგან გეოლოგებმა ამ ეტაპზე თავის შეკავებისკენ მოგვიწოდეს.

როგორც მათ გვითხრეს, ადგილი არ არის მდგრადი, შესაძლოა, მთა ისევ ჩამოწვეს და მეწყრული პროცესი განვითარდეს. საერთო ჯამში ელექტროენერგია 100 აბონენტს არ მიეწოდება. რაც შეეხება გაზმომარაგებას, სავარაუდოდ ხვალ ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგება. დარჩება 2-3 ოჯახი მხოლოდ, სადაც გაზის მილი ფიზიკურად ვერ გადავა, ვიდრე აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარდება.

ქალაქში წყალმომარაგება აღდგენილია, ხოლო სოფლებში ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, რადგან ყველა წყალსაცავი დამარხულია. სტიქიის ზონაში ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს”, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები